თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება. საბიუჯეტო სახსრებიდან მილიონი ლარი საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მომხმარდება. მილიონ 700 ათასი ლარი კი გზების დაგებას.
პროექტის ნაწილი უკვე დასრულებულია, სამუშაოების მიმდინარეობა რეგიონის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერა.