რეჟისორი დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მამა ფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მამა ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმწარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთო.