02 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ხანძარი ქსოვრისის გორაზე-ცეცხლს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა აქრობს

ხანძარი ქსოვრისში-ამ წუთებში ე.წ. ქსოვრისის გორაზე ცეცხლს 6 სახანძრო მანქანა აქრობს. ადგილზე მობილიზებულია ერთი სამაშველო ბრიგადაც. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დრომდე ვერ ხერხდება იმ ფართობის ზუსტი მოცულობის დადგენა, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით შეუძლებელია. 

ხანძარის შედეგად არავინ დაზარალებულა.

კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

 
დღის ამბები