20 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ქსოვრისში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

სამაშველო სამსახურები უკვე 2 საათია სოფელ ქსოვრისთან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლის ლოკალიზების მცდელობა დუშეთის მხრიდანაც ხდება, რადგან ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს. 

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. სამაშველო ბრიგადები გამოძახებულია თბილისიდანაც. როგორც კურიერთან საუბარში მცხეთის რაინოს მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება გართულებულია და ის საკმაოდ დიდ ფართობზეა მოდებული. 

ადგილზე დუშეთის რაიონიდან 2 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ცეცხლის ჩაქრობას ქარიც უშლის ხელს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები