20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ხანძარი ქსოვრისიდან სოფელ ვაზიანზეც გავრცელდა-მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახდენენ

ქსოვრისში გაჩენილი ხანძარი უკვე სოფელ ვაზიანს მოედო. ამ დორისთვის სახანძრო ბრიგადები ცდილობენ ვაზიანში ცეცხლის ლოკალიზებას, თუმცა აალება იმდენად დიდია, რომ სამუშაოები გართულებულია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ ხანძრის გავრცელების საფრთხე დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია ქსოვრისში, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მიმდინარეობს დუშეთის მხარეს, სადაც ის ქსოვრისიდან გავრცელდა.  

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ქსოვრისში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები ერთობლივად მუშაობენ. ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს თბილისიდან გამოძახებული ეკიპაჟებიც ეხმარებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები