ბათუმში მიხეილ შუფუტინსკიმ იმღერა. კორტებზე კონცერტი 45 წუთს გაგრძელდა და მომღერალმა 1990-იანი წლების ჰიტები შეასრულა.
რუსული შანსონის შემსრულებელს მსმენელი ოვაციით შეხვდა, რისთვისაც შუფუტინსკიმ მათ მადლობა არაერთხელ გადაუხადა. თუმცა, მაყურებელთა შორის იყო კონცერტით იმედგაცრუებულებიც. მათი თქმით, რეპერტუარი არასწორად იყო შერჩეული.
რაც შეეხება რუსულ ოკუპაციაზე დასმულ კითხვას, მან პასუხისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.