პურის ფასი შესაძლოა, ათი თეთრით გაიზარდოს. ამის შესახებ პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი საუბრობს.
იფქლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი გაიზრდება.
ამის შესახებ შაქრო ბაკურაძე გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში საუბრობს.
იფქლის ხელმძღვანელი პურის ფასის გაზრდის მთავარ მიზეზად ბაზრის მონოპოლიზებას ასახელებს.
მან მონოპილიზებაში აგრიკომი დაადანაშაულა. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ არანაირი მონოპოლიზება არ ხდება.
ამ საკითხს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პურის ფასის მატება მოსალოდნელია, რადგან ხელისუფლების მიერ ხდება ბაზრის მონოპოლიზების მხარდაჭერა.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ბაზრის მონოპოლიზებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს და ამ თემის შესწავლა მოხდება.
ავტორი: ანა წერეთელი