20 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
კორტების სპეცოპერაცაში მონაწილე 7 სპეცრაზმელი მოსმართლემ დარბაზიდან გაათავსუფლა

კორტების სპეცოპერაცაში მონაწილე 7 სპეცრაზმელი მოსმართლემ დარბაზიდან გაათავსუფლა. ბრალდებულების თავდები პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ და საგაგნგებო დავალებათა სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელები იყვნენ.

კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეციალური დანიშნულების 7 წევრის გათავისუფლების ერთ–ერთი მთავარი მოტივი მათი ჩვენება გახდა, რის შემდეგაც პროკურატურამ ადვოკატის მოთხოვნა თავდებით გათავიუსფლების შესახებ სადაო აღარ გახადა. შვიდივე ბრალდებულმა 2006 წლის კორტების სპეცოპერაციის შესახებ განაცხადეს, რომ მათ ოპერაციის დეტალები არ იცოდნენ და უშუალოდ უფროსების მითითებებს ასრულებდნენ.

სპეცრაზმელების ჩვენება შესაძლოა ერთ-ერთი მთავრი მტკიცებულება გახდეს პროკურატურისათვის კორტების სპეცოპერაციის კიდევ ერთ საქმეში, სადაც ბრალდებულები ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და პოლიციის ყოფილი სხვა მაღალჩინოსნები არიან.

ავტორი:დავით ქაშიაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები