ვახვახიშვილების სასახლე, იყალთო, გრემი, – ეს ის ისტორიული ძეგლებია კახეთში, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღდგა, თუმცა 3 წელიწადში მოუვლელობამ თავიდან სარეაბილიტაციო გახადა.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა ამორტიზირებულია, გრემის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებისთვის მოსასვენებლი ადგილებია დანგრეული, ვახვახიშვილების სასახლე განადგურებულია და სანაგვედ არის ქცეული.
ყველა ამ ობიექტზე თითქმის აღარ არსებობს მიმდებარე ინფრასტრუქტურა და შესაბამისად ტურისტებისთვისაც კახეთის ღირშესანიშნაობები აქტუალობას კარგავს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.