20 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციაში დაბრუნებას გეგმავს

მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციაში გეგმავს დაბრუნებას. დღეს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო და სავარაუდოდ, სიჭინავას შემცვლელთა სიაში ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტიც იქნება. ამ ფაქტს ლანჩხუთის გურიის ყოფილი კაპიტანი და დღეს პარლამენტის წევრი თემურ ჩხაიძე ადასტურებს. სწორედ ლანჩხუთი წარადგენს ჟორდანიას ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად, ისევე როგორც 1998 წელს, როდესაც მან პირველად დაიკავა ეს პოსტი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თავად ჟორდანიამ ლანჩხუთში გამართული შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

ავტორი:დავით ერაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები