20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ნარმანიას კორუფციულ გარიგებებში სდებს ბრალს

საკრებულოს დეპუტატი თბილისის მერის წინააღმდეგ. ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას კორუფციულ გარიგებებში სდებს ბრალს. საქმე ეხება პეკინის 23 ნომერში არსებულ საბავშვო ბაღს, რომლის დანგრევასაც ის კომპანია აპროტესტებს, ვისაც ტერიტორია გადაეცა. საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანია ელზუროს უკან შსს–ოს მაღალჩინოსნები დგანან და სწორედ ამიტომ ტერიტორიის გასხვისების შესახებ დოკუმენტს თავად პრემიერმინისტრი აწერს ხელს.

ალეკო ელისაშვილს მერია კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას სხოვს. მტკიცებულებების წარმოდგენა მხარეებს არქიტექტურის სამსახურში მოუწევთ, სადაც მშენებლობის დაწყებამდე ამ საკითხთან დაკაშირებით ღია განხილვა უნდა გაიმარათოს.

ავტორი:ნატა მახვილაძე

 
დღის ამბები