სოციალურ სტატუსს და პენსიას ითხოვს მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეკა ივანაური. მას შემდეგ რაც მედიით მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავიდა, როგორც ივანაური ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.
შშმ პირი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ მოინახულა, რომელმაც ეკა ივანაურს ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მედიკამენტები მიუტანა და ხელისუფლებას არსებული მდგომარეობით დაინტერესება მოსთხოვა.