ანანურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვი რამდენიმე წუთის წინ მცხეთის ჯეო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
10 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ანანურში გზაზე მერსედესის მარკის ავტომანქანას, რომელშიც ის იჯდა კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა.
ავტომანქანის მგზავრებიდან მხოლოდ ბავშვი დაშავდა, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს.