02 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
წლის ბოლომდე მუცოს ხეობაში 11 ისტორიული ნაგებობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

წლის ბოლომდე მუცოს ხეობაში 11 ისტორიული ნაგებობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და კომპლექსის ქვედა უბანი სრულად აღდგება.

კოშკების რეაბილიტაცია ტრადიციული მეთოდით ქვების მშრალი წყობით მიმდინარეობს.

ერთდროულად საბრძოლო და საცხოვრებელი დანიშნულების კომპლექსი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს.

ოსტატებს მუცოს 11 ნაგებობის აღსადგენად დრო, საუკეთესო შემთხვევაში, 15 ოქტომბრამდე, პირველი თოვლის მოსვლამდე აქვთ.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

 
დღის ამბები