კახეთში სტიქია მძვინვარებს. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონები დააზარალა. დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და განადგურებულია მოსავალი.
ქარიშხალმა სოფელ სანავარდოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.
მეწყერი ჩამოწვა ახმეტის რაიონშიც. მიწის ჩამოშლის შედეგად ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.
მოგლეჯილმა ხეებმა ჩაკეტა ასევე ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალური მაგისტრალი.
სტიქიის ზონებში ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
რა ხდება კახეთში - დეტალები გაიგეთ უკვე „დილის კურიერში“ ზუსტად 9 საათზე.