თუშეთობა 2015, რომელიც ამ შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი ფშაველი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი ზვავია.
სტიქიის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეჩერებულია. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„შესაძლებელია, დღეს საღამოდან ან ხვალ დილიდან გაიხსნას გზა, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირით გადავწიოთ თუშეთობა,“ - ამბობს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.
ადგილობრივები კურიერთან ჰყვებიან, რომ ჩამოწოლილი ზვავის ადგილზე ორი ტრაქტორი მუშაობს და გზის რეაბილიტაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. თუშეთში კი ბევრი მოქალაქე ელოდება გზის გახსნას.