12 წლის ბიჭის ცხედარს მაშველები მდინარე რიონში ეძებენ. უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მოხდა.
რამდენიმე მოზარდი მდინარეზე საბანაოდ ბაბუამ წაიყვანა. დინებამ ორი ბავშვი გაიტაცა. ერთის გადარჩენა მოხერხდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო ზემო სვანეთის სამაშველო სამსახური და სანაპირო დაცვის მყვინთავები აწარმოებენ.