რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე ავარია მოხდა.
სპრინტერის ტიპის მიკროავტობუსი, რომელშიც უხცოელი ტურისტები და 2 ქართველი გიდი იმყოფებოდა, ბეტონის ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებულია ყველა მგზავრი. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე 6 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, რომლებმაც დაშავებულები ზუგდიდის საავადამყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდის საავადმყოფოში 11 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 1 ბავშვია.
ექიმების თქმით, დაშავებულებს მძიმე და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული. 3 მათგანს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
ტურისტები 9 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია მუშაობს. დაზიანებული მანქანა ექსპერტიზაზე ჯერ არ არის გადაყვანილი.