20 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
კოკისპირული წვიმა და სეტყვა პანკისის ხეობაში - სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო პანკისის ხეობაშიც. სოფლებში ბირკიანში და ჯოყოლოში სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. სეტყვამ სახლების სახურავები ჩაამტვრია.

მოსახლეობა მთელი ღამე პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ იყო.

ადგილობრივების თქმით, მათთან ამ დრომდე რეგიონული ხელისუფლებიდან არავინ მისულა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით დაწერეს განცხადებები და მიიტანეს გამგეობაში. ისინი სახლების აღდგენაში დახმარებას ითხოვენ.

 
დღის ამბები