20 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ლენტეხის რაიონში სტიქიას ებრძვიან

ლენტეხის რაიონში სტიქიას ებრძვიან. აქ ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში მთის მასივის მოწყვეტის გამო გადაკეტილი იყო.

ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა შიდა სასოფლო გზები სტიქიის შედეგად განადგურებულია.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ცხუმერული, სადაც მთლიანად განადგურდა საკარმიდამო ნათესები, ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. მოგლეჯილია ხეები.

 
დღის ამბები