20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
სტიქია პანკისში - მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

ძლიერმა სეტყვამ პანკისის ხეობის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი მოსავლის გარეშე დატოვა. სტიქიამ განსაკუთრებით სოფლები ბირკიანი და ჯოყოლო დააზარალა.

ვენახები და ბაღები თითქმის მთლიანად განადგურებულია. დამტვრეულია სახლების სახურავები, რის გამოც მოსახლეობას წვიმის შემთხვევაში ღამის გასათევი ადგილის გარეშე დარჩენა ემუქრება.

პანკისელები ამბობენ, რომ მათთან ზარალის დასათვლელად ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.

მოსახლეობა სახლების აღდგენაში დახმარებას ითხოვს.

ზარალის დათვლას და ანაზღაურებას ელოდებიან კახეთშიც. ყვარლის რაიონის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ზარალის ანაზღაურების მექანიზმებს ვერ აკონკრეტებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.

დაზარალებული სოფლების სანახავად ჯერ ისევ არ მისულა კახეთის გუბერნატორი, რომელიც თუშეთიდან ადგილზე ჩასვლას ასევე სტიქიის გამო ვერ ახერხებს. თუშეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზა უკვე ორი დღეა, ჩახერგილია.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები