20 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
რუსეთი წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას ვარაუდობს. საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ივლისის ბოლოს რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა გაიგზავნა. სამუშაოები სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. გენერლის თქმითვე, რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.

 

დღის ამბები