ბათუმში ნავთობით დაბინძურებული სანაპიროს გაწმენდა დასრულებულია. ზღვაში ნავთობი სავარაუდოდ მდინარე ბარცხანამ ჩაიტანა და დააბინძურა სასტუმრო სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. როგორ მოხვდა ნავთობი მდინარეში გაურკვეველია - ერთ-ერთი ვერსიით მან ბათუმის ნავთობტერმინალიდან გაჟონა, რის გამოც, კომპანია გარემოს დაბინძურების გამო შესაძლოა დაჯარიმდეს. ნავთობტერმინალის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ძლიერი წვიმის გამო მდინარეში ნავთობით გაჟღენთილი ნიადაგი ჩამოიშალა და გაჟონვა უშუალოდ ტერმინალიდან არ მომხდარა.