20 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
თუშეთში ჩარჩენილი ტურისტების გადმოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ჯერ კიდევ ვერ ხერხდება გზის აღდგენა ალვანი-ომალოს მონაკვეთზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თუშეთში ჩარჩენილი ვიზიტორების გამოსაყვანად ვერტმფრენი გამოყო. ახმეტასა და თელავში უკვე გადმოყვანილია 130-მდე ადამიანი.

ადგილზე იმყოფებიან მინისტრის მოადგილე და საგანგებო სამსახურის უფროსი. თუშეთში სტიქიის შედეგად ჩარჩენილი იყო კახეთის გუბერნატორიც. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთბა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 500 მეტრამდე გზის მონაკვეთი.

დღის ამბები