მოსახლეობის უფასო, სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა ახალქალაქის რაიონი სოფელი კუმურდოში. სხვადასხვა პროფილის ექიმები ადგილობრივებს კვლევებს მთელი დღის განმავლობაში უტარებდნენ. აქცია საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ არის ორგანიზებული და ის მთელს საქართველოს მოიცავს.