ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი, გორსა და სოფელ გარეჯვარში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალურად დაუცველებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
მამიჯანაშვილისა და აბაიძის ოჯახებს, სოციალური დახმარება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან.
„სოციალურიც მოგვიხსნეს, პენსიაც, იმის გამო, რომ დედაჩემი საზღვარზე გადავიდა იქნება იქიდან მაინც გიშველოთო,"- აცხადებენ სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც დახმარების გარეშე დარჩნენ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ ყველას გვახსოვს ივანიშვილი როგორ hპირდებოდა ხალხს კეთილდღეობას და გამდიდრებას. საქართველოს მთავრობა კი ივანიშვილის მეთაურობით მოქალაქეებს ამ შემოსავალს ართმევს,"- აცხადებს აკაკი მინაშვილი.
დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა კი ჯანდაცვის მინისტრს მიმართა და ამ ორი ოჯახის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ მოვუწოდებთ სერგეენკოს მოვიდნენ და გაერკვნენ ამ ოჯახის პრობლემაში და აღუდგინონ დახმარება, რომელიც ამ ოჯახებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურიმა.