რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მანიფესტაცია და აქცია გამართა. აქტივისტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობა მოაწყვეს და თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით ქვეყანაში ცხოველთა მიმართ დამოკიდებულების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.
აქტივისტების კიდევ ერთი მოთხოვნა ზოოპარკს უკავშირდება. ცხოველთა უფლებების დამცველები მოითხოვენ, რომ ტიპიური ზოოპარკის ნაცვლას ნაკრძალის ტიპის დაწესებულება შეიქმნას.