18 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა

სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე, ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები და საგარეო უწყების მიერ ქართული ექსპორტის მხარდაჭერის გზები განიხილეს.

შეხვედრაში საქართველოში მოქმედი ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაციების, სოფლის განვითარების სააგენტოსა და იუესედის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი 30-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები