20 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას 25 აგვისტოდან მიიღებს. განცხადება ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა გააკეთა.
„მნიშვნელოვანია ოპერატიულად მოხდეს იმ მცენარეთა დაცვის საშუალებების მიცემა მოსახლეობისთვის, რომელიც აუცილებელია მრავალწლიანი ნარგავების გადასარჩენად. 25 აგვისტოდან მოსახლეობა მიიღებს მას თავიანთი მუნიციპალიტეტის აგრომაღაზიებში. დღეისათვის მიმდინარეობს სიების დაზუსტება და ხვალისთვის მოხდება გადანაწილება. ჩვენ ასევე აგროდაზღვევაში ჩვენს მონაწილეობას რიგ კულტურებში გავზრდით 70%-მდე,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.