02 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
თევდორე მღვდლის ქუჩის 13 ნომრის მცხოვრებლები დაზიანებული წყლის მილის გადაკეტვას ითხოვენ

თევდორე მღვდლის ქუჩის 13 ნომრის მცხოვრებლები დაზიანებული წყლის მილის გადაკეტვას ითხოვენ. მათი თქმით წყლის მილები რამდენიმე ადგილზე არის დაზიანებული და წყალი მათ სარდაფშიც ჩაედინება. მოსახლეობამ ამ საჩივრით უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს. მათი თქმით ამ დრომდე პასუხისმგებლობას არცერთი უწყება არ იღებს.

დღესვე ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს GWP-ში და განაცხადეს, რომ საკითხს განიხილავენ და მოსახლეობას შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.  

 
დღის ამბები