ვარკეთილის მესამე მასივის მცხოვრებლებს წყალი უკვე რამდენიმე დღეა აღარ მიეწოდებათ. მოსახლეობა წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ მათ სადილის მომზადებაც არ შეუძლიათ და პერიოდულად ელექტროენერგიაც ეთიშებათ.
GWP-ში აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება მილზე არსებული დაზიანების გამო შეწყდა და დღეს 00:00 საათისთვის მოსახლეობას წყალი ექნება.