18 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
საქსტატის ახალი მონაცემები - მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8 პროცენტით გაზრდილია 

ღვინო, ფეროშენადნობები და მსუბუქი ავტომობილები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელსაც საექსპორტო რეიტინგში მთავარი პოზიცია აქვს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32 პროცენტით გაზრდილმა ექსპორტმა, 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემები დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17 მილიარდ დოლარზე მეტია. საქსტატის დირექტორი იმპორტის პროცენტულ წილზეც საუბრობს.

საქსტატმა დღეს კიდევ ერთი მონაცემეი გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ეხება. მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9, 8 მეათედი პროცენტით არის მომატებული. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ რომ გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და მთლიანი შიდა პროდუქტი, პირდაპირ კავშირშია აკონომიკის მაღალ მაჩვენებელთან.

ექსპერტების შეფასებით, მონაცემები ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ვითარებაზე მიუთითებს. ანალიტიკოსების განცხადებით ეკონომიკის ზრდაში საგარეო ვაჭრობა დიდ როლს ასრულებს. მათივე განმარტებით, გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ეროვნული პროდუქტის მოცულობა იზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, გაზრდილი დასაქმების, ექსპორტის, იმპორტისა და უცხოური ინვესტიციების ფონზე საქართველო 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლით დაასრულებს.

დღის ამბები