მუდმივი და მოუგვარებელი წყლის პრობლემა გურჯაანის სოფელ ველისციხეში. ძალიან ხშირად აქ ადგილობრივებს ურიკებით და ავზებით უწევთ წყლის სახლამდე მიტანა.
კახელებს ერთმანეთში წყლის გამო ურთიერთდაპირისპირებაც არაერთხელ მოსვლიათ.
ადგილობრივი ხელისუფლება ვერც კი ამბობს ზუსტად ექნება თუ არა ველისციხეში ხევისუბნის მოსახლეობას წყალი.
სანამ გამგეობის წევრები ველისციხის ქუჩებში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის პრობლმებს აკვირდებიან, ხევისუბნელებს ზამთართან შეხვედრაც უწყლოდ მოუწევთ.
ავტორი: თამთა ყიფიანი