20 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით 2 მილიონ ლარს აღწევს

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიყენებული ზარალის ოდენობა დღეს გახდება ცნობილი. წინასწარი გათვლებით, კი რეგიონმა ორ მილიონამდე ლარით იზარალა.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ლენტეხის რაიონის 2 სოფელში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დაზარალდა. მათ სახლები დაუზიანდათ, ადიდებულმა მდინარეებმა კი ინფრასტრუქტურაც დააზიანა.

დაზარალდნენ ლეჩხუმის 3 სოფელშიც, სადაც სახლების გარდა დაზიანდა ვენახები და ხეხილი.

25 ოჯახია დაზარალებული ონის რაიონში, სტიქიამ მათი სახლები დააზიანა.

დაზიანდა ონის გამგეობა და საბავშვო ბაღიც.

 
დღის ამბები