ხულოს რაიონის სოფელ შუასოფელში 42 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ის, მეზობლების ინფორმაციით, 21 აგვისტოს გაუჩინარდა. გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციამ ცხედარი მდინარის პირას იპოვა.
მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეზობელი ცოლ-ქმარია.
სავარაუდოდ, ეჭვმიტანილმა მამაკაცი ხევში გადააგდო და იქვე მდინარესთან ქვიშაში დამარხა.