ყვარელში 20 აგვისტოს სტიქიის შედეგები დღეს დილით გახდა ცნობილი. აღწერილია 550-მდე ოჯახი, რომელსაც სეტყვამ ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა. თანხის საერთო მოცულობამ კი 891 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სტიქიამ ძირითადად საფერავის ჯიშის ათას 300 ჰექტარი, ხოლო რქაწითელის ჯიშის 1000 ჰექტარი ყურძენი გაანადგურა.