ძლიერი წვიმის გამო ფოთი დაიტბორა. წვიმამ ძირითადად ცენტრალური ქუჩები დატბორა. ზოგიერთ უბანში წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები დაფარა და პირველ სართულზეც შეაღწია, რის გამოც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანა.
ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით ძლიერი წვიმის დროს ისინი მუდმივად მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან.
მერიაში კი ამბობენ, რომ ფოთში შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა წყლის გადინება უხვი ნალექის გამო ვერ მოხერხდა. ადგილობრივი ხელისუფლება სამომავლოდ დამატებით სატუმბი სადგურების აშენებაზე ფიქრობს და ამ მიმართულებით მუშაობაც მიმდინარეობს.