ბერლინის კონცერტჰაუზის საპატიო სტუმარი-ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზი გია ყანჩელის მუსიკას დაეთმო.
კომპოზიტორის 80 წლის იუბილეზე მისი ნაწარმოებები საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა.
დარბაზში სრული ანშლაგი იყო. მათ კი, ვინც საღამოზე დასწრება ვერ მოახერხა, დოიჩლანდ რადიო კონცერტის სრულ ჩანაწერს შესთავაზებს.
ავტორი: სალომე ბენაშვილი