კახეთში, 20 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას დღეიდან მიიღებს.
დაზარალებული ფერმერებისთვის მოხდება მცენარეთა დაცვის საშუალებების მიწოდება და აგროდაზღვევის დაფინანსებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის 70%-მდე გაზრდაც.
კახეთში სეტყვამ სამი ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. ინფრასტრუქტურულმა ზარალმა კი თიითქმის 2 მილიონი ლარი შედგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ დახმარების გაწევა არ მოხდება რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულებზე.
აქ განადგურებული მოსავლის კომპენსაციას მხოლოდ ის ფერმერები მიიღებენ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა.