20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
გერმანიაში ბავშვის დაღუპვის მიზეზი და ცხედრის ადგილსამყოფელი არც ორგანიზაციაში "ჯანმრთელი ბავშვი" იციან

გერმანიაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არც იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არ იცის, რომლის დახმარებითაც მცირეწლოვანი სამკურნალოდ გაემგზავრა. 

ჯანმრთელი ბავშვის ხელმძღვანელი, მედია აბრამია, ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია და არ იცის, რა უნდა გააკეთოს. 

როგორც აბრამია ამბობს, ბავშვი გერმანიაში მის შვილს ჰყავდა წაყვანილი. 

ორგანიზაცია ჯანმრთელი ბავშვის ხელმძღვანელმა არც ის იცის, თუ სად არის ამ დროისთვის ცხედარი გადასვენებული. თუმცა, ამბობს, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდება და ყველაფერი გაირკვევა.

მედია აბრამია ამბობს, რომ ინფორმაციის მიღება გერმანიაში არასამუშაო დღეებმა გაართულა.

"ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვი იყო. დარბოდა ღამე ოთახში, მერე დააწვინეს, დააძინეს, მერე სტახიოსრომა გაუწმინდეს და წესრიგში იყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბავშვმა შეწყვიტა
სუნთქვა. მე ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ და არც ვიცი, რა უნდა გავაკეთო," - აცხადებს მედია აბრამია. 

 
დღის ამბები