გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 4 წლის ბავშვის საქმეს ქართველი დიპლომატები სწავლობენ.
კურიერის ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია შესწავლა და კონსული, იოსებ ჩხარტიშვილი, გერმანელი სამართალდამცავებისგან ზუსტი ინფორმაციის მიღებას ელოდება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელჩი ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
არსებული ინფორმაციით კი, ბავშვის ცხედარი დიუბსბორგის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრშია გადასვენებული.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა დღეს დილით უნდა ჩასტარებოდა.