თბილისში სიცოცხლისთვის საშიში ზონები განისაზღვრა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისათვის გასაიდმულოებულ ფორმატში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დასრულდა.
სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა და მას მინისტრებთან ერთად თბილისის მერიც ესწრებოდა.
დოკუმენტი თბილისის შესახებ გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ არის მომზადებული.
"იქ, სადაც სახიფათო ზონებია, როგორც უკვე დღემდე ხდებოდა, ნაწილის გასახლება უნდა მოხდეს, სადაც რისკი იქნება დაბალი რეკომენდაციები გაიცემა. მთელი ვერეს ხეობა არის აზომილი, არის დატბორვისა და სიცოცხლისათვის საშიში ზონებად დაყოფილი,"- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი.
სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამაც.
"ის ტერიტორია, სადაც სარისკოა ცხოვერება, მოსახლეობა დოკუემნტს უკვე იცნობს. დღეს გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი,"- აცხადებს თბილისის მერი.
ამ დროისთვის დოკუმენტი კვლავ არ არის გამოქვეყნებული.
ავტორი: ეკო მაღრაძე