საპროტესტო აქცია იყო ფოთში. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მობინადრეები მერიასთან შეიკრიბენე.
მათი თქმით, კორპუსების რეაბილიტაცია 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
აქციის მონაწილეები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზეც საუბრობენ.
მათი თქმით, ყოველი წვიმის დროს მათ სახლებში წყალი ჩადის.
სამი კორპუსის მობინადრეები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.