20 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ტროტუარებზე გაჭრილი არხები მოქალაქეების დაზიანების მიზეზი ხდება

თბილისში გარკვეულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გზის სავალ ნაწილზე არხებია გაჭრილი. ტროტუარებს არ აქვს მაფრთხილებელი ნიშნები, რაც ხშირად მოქალაქეთა დაზიანების მიზეზი ხდება.

შექმნილი ვითარება მაღაზიების სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილ კადრებზეც ჩანს.

დილიდან ინტერნეტსივრცეში მაღაზიის სათავლთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ გამსახურდიას გამზირზე ერთი საათის განმავლობაში ტროტუარზე გაჭრილ არხში 2 ადამიანი ვარდება.

მაღაზიის მენეჯერის თქმით, ეს მდგომარეობა 2 კვირაა გრძელდება.

კურიერი მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. მისი წარმომადგენლის თქმით, შეისწავლეს აქ არსებული ვითარება და კომპანიას, რომელიც მუშაობს, საყვედური გამოუცხადეს.

კომპანია, რომელიც ტერიტორიაზე მუშაობს, ქსელმშენი 2008 არის, რომელიც თელასის კონტრაქტორია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი ცდილობდნენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

 

ავტორი: ეკა გაგუა

 
დღის ამბები