საფრანგეთის საელჩოს სტუდენტები შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. მათ შორისაა ნიკოლოზ ლეჟავა, რომელიც შარშან საფრანგეთში, საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიის საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს, წელს ის პარიზში სწავლის გასაგრძელებლად და ალბომის ჩასაწერად მიდიოდა, თუმცა ვიზაზე უარი უთხრეს.
საელჩოში ვიზის მისაღებად კიდევ 40 სტუდენტი იმყოფებოდა, თუმცა უმეტესობა მათგანმა უარი მიიღო და მათ შენობა ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს.
გრძელვადიან ვიზებზე მასობრივად უარის თქმას უარყოფენ საფრანგეთის საელჩოში, დიპლომატიური წარმომადგენლობა არც სტუდენტებთან უხეშ მოპყრობას ადასტურებს.
სტუდენტებმა მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს საგარეო უწყებაც, საიდანაც მათ შეურაცხყოფის ფაქტზე დაინტერესებას დაჰპირდნენ.
ჯერჯერობით უცნობია რატომ უთხრა უარი ფრანგულმა მხარემ ათობით წარჩინებულ ქართველ სტუდენტს საფრანგეთში სწავლის გაგრძელებაზე.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.