ამილახვართა არაპირდაპირი შთამომავლის მიერ კასპში ისტორიული ძეგლის საკუთარ სახელზე დარეგისტრირება დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სასახლის ეზოში შეკრებით გააპროტესტა და უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ნუცა ერისთავს 18-ე საუკუნის სასახლის კომპლექსი მფლობელობაში წლების წინ გადაეცა, თუმცა ქვემოჭალელებს შორის ბოლო დროს ინფორმაცია გავრცლდა, რომ ოჯახს ისტორიული ძეგლის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის ინვესტორებს ეძებს.
ქვემოჭალის მოსახლეობა, ისტორიული სასახლის არც ამჟამინდელი მესაკუთრის მფლობელობაში დატოვებას და არც პირდაპირი მემკვიდრისთვის გადაცემას ითხოვს. მათი თქმით, ძეგლი სახელმწიფო კუთვნილებაში უნდა გადავიდეს, რადგან კერძო პირის მიერ კომპლექსის გასხვისების საფრთხე ყოველთვის იარსებებს.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.