ბოლო ინფორმაციით 4 წლის ანდრია დვალიშვილი დუისბურგის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა გერმანიაში მყოფ ოჯახის ახლობლებს ცხედარი ამ დრომდე არ უნახავთ.
მიუხედავად იმისა, რომ გორში ბავშვის გარადცვალების შესახებ 4 დღის წინ აცნობეს და ოაჯახმა უკვე მიღო ანდრია დვალიშვილის პირადი ნივთები, ამ დრომდე მაათთვის შვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ბავშვი გერმანიაში 19 აგვისტოს ორგანიზაცია ჯანმთელი ბავშვების წარმომადგენელმა ანა ბერულავამ სამკურნალოდ წაიყვანა. ანდრია დვალიშვილს სასუნთქი გზების დაავადება ჰქონდა.
23 აგვისტოს ანდრია დვალიშვილი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გამომგზავრების წინა დღეს ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობეს.
ორგანიზაცია ჯანმთელი ბავშვების ხელმძღვანელის მედეა აბრამიას განცხადებით მიუხედავად მუდმივი კონტაქტისა გერმანულ მხარესთან ბავშვის გარდაცალების მიზეზები მისთვისაც უცნობია. მისივე ინფორმაციით ცნობების მოძიება გერმანიაში არასამუშაო დღეების გამო გართულდა.
ანდრია დვალიშვილის ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ კვირის ბოლოს გადმოასვენებენ.
ავტორი :დავით ქაშიაშვილი