17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
კონგოში, ერთ-ერთ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კონგოში, აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მოხდა. დაჭრილია 30-მდე ადგილობრივი.

მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტებთან დაკავშირებულ ჯგუფს ეკისრება. კონგოში უკვე რამდენიმე ათწლეულია 120-ზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფება და გასამხედროებული ჯგუფი იბრძვის, ტერიტორიებისა და ძალაუფლებისთვის.

დღის ამბები