ბათუმში ჭაობის დასახლებაში ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. არსებული ინფორმაციით დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ჩვენი ინფორმაციით, რომელიც რუსთავი 2-ს მოქალაქეებმა მიაწოდეს მოვარდნილი წყალი ჯიჯავაძეების 2 ოჯახსაც შეუვარდა, ისინი დახმარებას ითხოვდნენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი შველა მაშველებმა შეძლეს.
ჩვენი ინფორმაციით სახლში წყალმოვარდნის დროს 3 მოხუცებული იმყოფებოდა, რომლებიც ამ დროისთვის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ფოტოს სოციალურ ქსელში მომხმარებელი შორენა ბერიძე ავრცელებს.