02 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
სტიქია ფოთში - დატბორილია ათობით სახლი

ფოთში ამ დრომდე ინტენსიურად წვიმს, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. წყალმა მოსახლეობა დააზარალა. წვიმის შედეგად დაგროვილი და მოვარდნილი წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევარდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. 

საათზე მეტხანს ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რის გამოც ფოთში არსებული 7 სატუმბი სადგურიდან 2 გაითიშა. 

ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და სატუმბებიც გამართულად მუშაობს. 

სტიქიის ზონაში მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, დაწყებულია წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. 

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები